ქართველ კინოკომისიონერ დავით ვაშაძეს ლოს-ანჯელესში პრესტიჟული ჯილდო გადაეცა

ლოს-ანჯელესში AFCI Location Show – კინოლოკაციების გამოფენა გაიმართა, სადაც სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველო სტენდით იყო წარმოდგენილი.
ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით ლოს-ანჯელესში იმყოფება საქართველოს კინოკომისიისა და ეროვნული კინოცენტრის ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ვაშაძე.
კინოკომისიების საერთაშორისო ასოციაცია ყოველწლიურად 300-ზე მეტი კინოკომისიიდან მხოლოდ ერთ გამარჯვებულს ავლენს.
წელს ასოციაციამ საქართველოს კინოინდუსტრია ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და პერსპექტიულ ადგილად მიიჩნია, გამარჯვებულად კი საქართველოს კინოკომისიონერი დაასახელა.
დავით ვაშაძეს ცნობილი კინომოღვაწის, დენსი ჯონსის სახელობის პროფესიული განვითარების სტიპენდია გადაეცა. ეს პრესტიჟული ჯილდო წელს მეექვსედ გაიცა.
საქართველოს კინოკომისია კინოცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა. მისი მთავარი მიზანია, ქართველი და უცხოელი კინომწარმოებლებისთვის გადაღებების პროცესში სახელმწიფოს მხრიდან აქტიური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები