კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ახალ დირექტორს დღეს წარადგენენ

კულტურის სამინისტროში, დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ახალ დირექტორს წარადგენს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ყოფილ დირექტორს, ნანა ჯანელიძეს უფლებამოსილება ამა წლის 25 მარტს ამოეწურა.
ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი 29 მარტს გამოცხადდა. კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატურის კონკურსის წესით შესარჩევად შეიქმნა მინისტრის საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობა საქართველოს კინოაკადემიის მიერ განისაზღვა.
საბჭოს შემადგენლობაში შევიდნენ როგორც აკადემიის წევრები, ასევე არაწევრი კინემატოგრაფისტები. საბოოლოდ, საბჭო 11 ადამიანით დაკომპლექტდა: ლანა ღოღობერიძე, მერაბ კოკოჩაშვილი, ლევან კოღუაშვილი, ბაადურ წულაძე, ზურა ინაშვილი, კონსტანტინე ესაძე, ნატო მურვანიძე, თინა ყაჯრიშვილი, პაატა იაკაშვილი, ნანა დოლიძე, ნინო (ნანა) ჯორჯაძე.
”კონკურსის გამოცხადებიდან 1 კვირის ვადაში, სამინისტროში შემოვიდა სულ 13 საკონკურსო განაცხადი. შედგა როგორც გასაუბრება, ასევე 4 სამუშაო შეხვედრა. ორეტაპიანი კენჭისყრის შედეგად, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორობის სამი შესაძლო კანდიდატი გამოვლინდა: მარინა ხოხლენკო-კალტრაიდერი, ზურაბ მაღალაშვილი და გაგა ჩხეიძე. კანდიდატურები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს წარედგინა. კანდიდატის მიერ წარმოდგენილი კინოცენტრის განვითარების სამწლიანი გეგმისა და გასაუბრების საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებული კანდიდატურა”, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები