გივი ალხაზიშვილის კრებული რომში იტალიურ ენაზე გამოიცემა

ქართველი პოეტისა და პროზაიკოსის, გივი ალხაზიშვილის კრებულს ამერიკის შემდეგ იტალიაში გამოსცემენ. „ვრცელი წამი“, – ასე ჰქვია კრებულს, რომელსაც მკითხველი იტალიურად 30 აპრილიდან იხილავს. დეტალებზე „კვირა“ გივი ალხაზიშვილს დაუკავშირდა:

– შარშან, ოქტომბერში, ჩემი ერთ-ერთი წიგნის პრეზენტაციას, თბილისში არსებული იტალიური სკოლიდან მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ. სწორედ მაშინ შემომთავაზა ამ სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა რუსუდან ყოინაშვილმა, რომ ჩემი ლექსები იტალიურად ეთარგმნა. ასე დაიწყო ამ წიგნის ისტორია… თავიდან პწკარედები რუსუდან ყოინაშვილმა თარგმნა, შემდეგ იტალიაში ქართული სათვისტომოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ნუნუ გელაძემ დაამუშავა, საბოლოო სახე კი იტალიელმა პოეტმა, კრიტიკოსმა, ლიტერატურის პროფესორმა, მთარგმნელმა და ახლა უკვე ჩემი წიგნის რედაქტორმა ჯულიანო ლადოფიმ მისცა.
– კრებული რამდენი ლექსისგან შედგება?13059791_1283645128330759_1657205411_n
– შევიდა 60-მდე ლექსი, რომელიც ჩემს სამ წიგნს აერთიანებს. ესენია – „უცნობი მზე“, „ჩემი დღეების მიწა“ და „ეპისტოლეთა წიგნი“. პოეზია საერთოდ სხვა ენაზე ცუდად გადადის ხოლმე, მაგრამ არის ლექსები, როცა შიგნით სათქმელი დევს და არ არის მხოლოდ სიტყვებით თამაში. სიტყვებით თამაში ძნელად გადადის. ესეც მაქვს ხოლმე, მაგრამ მე შეგნებულად გავაგზავნე ისეთი ლექსები, სადაც არის სათქმელი და იმ სათქმელში არის გარკვეული შეგრძნებები… კრებულის სახელწოდება თავიდან „ვრცელი წუთი“ იყო, მაგრამ იტალიელებმა შემომთავაზეს „ვრცელი წამი“ და მეც დავთანხმდი. ამ სახელწოდებაში არის ძალიან ღრმა და კარგი ქვეტექსტები.
– პრეზენტაცია…
– აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დააფინანსა და იტალიაში „ჯულიანო ლადოფ ედიტორეს“ გამომცემლობა დაბეჭდავს. პირველი ეგზემპლარები თბილისში 30 აპრილს იქნება. რაც შეეხება იტალიაში პრეზენტაციას, ეს არის ძალიან რთული საკითხი ჩემთვის, იმიტომ რომ კატეგორიულად შევეწინააღმდეგე რომში წასვლას. ქართულ სათვისტომოს უნდა, რომ იტალიაში პრეზენტაციაზე მეც ვიყო, მაგრამ იმდენად ვორჭოფობ, ზუსტად გადაწყვეტილი არ მაქვს.

ნინო ჯაჯანიძე
13084239_1283645131664092_504607213_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები