Maroon 5-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო
ჯგუფ Maroon 5-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ბილეთები 40-დან 300 ლარამდე ღირს. tkt.ge -ზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 40 ლარი ღირს ზონა B, 100 ლარი – ოქროს ზონა, 200 ლარი – VIP (B), 300 ლარი – VIP (A). ჯგუფ Maroon 5-ის კონცერტი 7 ივნისს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. საოცრებათა მოედანზე, Check In Georgia-ს ფარგლებში გაიმართება. „საქართველო! ჩვენ ჩამოვდივართ ბათუმში 7 ივნისს. ბილეთები 25 აპრილიდან გაიყიდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.