ეროს რამაზოტის კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა
იტალიელი ვარსკვლავის, ეროს რამაზოტის კონცერტმა სპორტის სასახლეში ანშალგით ჩაიარა. მომღერალი საქართველოში პირველად იმყოფებოდა და ის ქართველი მსმენელის წინაშე მსოფლიო ტურით „The Perfetto World Tour“ წარდგა. კონცერტზე შესრულდა ჰიტები ალბომიდან „Perfetto”. აღნიშნული კრებული, გაყიდული ალბომების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს 60 ქვეყანაში ერთ-ერთი ლიდერია. ეროს რამაზოტმა შეასრულა ყველასათვის საყვარელი და ცნობილი სიმღერები, მათ შორის: „Terra Promessa“, „Più Che Puoi“, „Cose Della Vita“, „Più Bella Cosa“, „Adesso Tu“, „Se Bastasse Una Bella Canzone“…