ვენაში თეონა მოსიას კონცერტი გაიმართა

ვენაში ქართველი ჯაზმომღერლის თეონა მოსიას კონცერტი გაიმართა. საღამო ავსტრიის დედაქალაქში კლუბ „შვარცბერგის“ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება. შემსრულებელმა ქართველ და უცხოელ მსმენელს, ძველ და ნაცნობ სიმღერებთან ერთად, ახალი რეპერტუარიც შესთავაზა. მოსიამ ქართულ ხალხური სიმღერები ჯაზური არანჟირებით ევროპელ მუსიკოსებთან ერთად შეასრულა. მაყურებლები აღფრთოვანებულები დარჩნენ, მათი განცხადებით, კონცერტი ძალიან ორიგინალური და მრავალფეროვანი იყო. მოსიას შემოქმედების დიდი ნაწილი ეთნო-ჯაზურ კომპოზიციებს ეთმობა. ქართველი მომღერალი ავსტრიაში 5 წელია მოღვაწეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები