ეროს რამაზოტი თბილისში გამართულ კონცერტს პრინცის ხსოვნას მიუძღვნის
ეროს რამაზიტი თბილისში გამართულ კონცერტს გარდაცვლილ მომღერალს, პრინცს მიუძღვნის. როგორც რამაზოტიმ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის ყველა ქვეყანაში, სადაც ჩადის მაქსიმალურად იხარჯება და ცდილობს მთელი მისი ემოცია მიიტანოს მსნელის გულამდე.
„დიდი მადლობა ყველას. ეს დღე მინდა მივუძღვნა მაესტრო პრინცის ხსოვნას. გული მწყდება, რომ ასე უდროოდ წავიდა ამ ქვეყნიდან, მან ძალიან ბევრი გააკეთა. რაც შეეხება საქართველოში დაგეგმილ საღამოს, მადლობას გიხდით იმ სიტყვებისთვის, რომელიც მე მოვისმინე. დიდი პატივია, რომ ამ ფესტივალს მე ვხსნი. რა თქმა უნდა, ვმღერი მშობლიურ ენაზე და არა ინგისურად, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მაყურებლის გულამდე მივიტან ჩემს ემოციას“, – განაცხადა ეროს რამაზოტიმ.