ეროს რამაზოტის თბილისში ვიზიტზე დოკუმენტური ფილმის გადაღება იგეგმება

ეროს რამაზოტის თბილისში ვიზიტზე დოკუმენტური ფილმის გადაღება იგეგმება, – ამის შესახებ კულტურის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.
”დროის სიმცირიდან გამომდინარე ქალაქგარეთ გადაღება უბრალოდ ვერ მოხერხდება. საკმაოდ ბევრი რამ არის გადასაღები თბილისში. გარკვეული ადგილები უკვე ვაჩვენეთ. სპეციალური ჯგუფი, რომელიც ჩამოჰყვა მომღერალს, საკუთარ გეგმას ადგენს, თუ რა და როგორ გადაიღონ ორ დღეში. ფილმში ასევე კონცერტის კადრებიც შევა. ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით, გაშუქდება თუ არა ტელევიზიაში”, – განაცხადა კულტურის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები