„შექსპირი და რუსთაველი ხვდებიან საქართველოში“ – პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

23 აპრილს,14:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში პროექტის -„შექსპირი და რუსთაველი ხვდებიან საქართველოში“ და პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების პრეზენტაცია გაიმართება.
2016 წელი ორი გენიოსის – შოთა რუსთაველის და უილიამ შექსპირის საიუბილეო წელია. მათი შემოქმედება დღესაც ისევე მნიშვნელოვანი და ღირებულია, როგორც საუკუნეების წინ.
შოთა რუსთაველის დაბადების 850 წლის და უილიამ შექსპირის გარდაცვალების 400 წლისთავის აღნიშვნით გვსურს ახალგაზრდა თაობისთვის უფრო ახლობელი გავხადოთ მსოფლიო დონის ხელოვანთა შემოქმედება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბრიტანეთის საბჭოს, საქართველოს თეატრის, მუსიკის. კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის (ხელოვნების სასახლე), ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, თბილისის მერიის, ევროპული სკოლისა და საქართველოს დ. აღმაშენებლის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი სახელწოდებით: „შექსპირი და რუსთაველი ხვდებიან საქართველოში“. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები