23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნება

23 აპრილს, 11:00-დან 19:00 საათამდე, „ახალ მზიურში“ წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნება. მოეწყობა წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა. ოცზე მეტი ქართველი გამომცემელი და გამავრცელებელი ამ დღესთან დაკავშირებით წიგნებს განსაკუთრებული ფასდაკლებით შემოგთავაზებთ.
მზიურის ამფითეატრში 23 აპრილს მთელი დღის განმავლობაში გაიმართება შეხვედრები თანამედროვე ქართველ ავტორებთან, ახალი წიგნების პრეზენტაციები და სხვადასხვა ტიპის საბავშვო ღონისძიებები.
ღონისძიებების პროგრამა:
„ახალი მზიურის“ ამფითეატრი
12:00 – 12:30 წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის ოფიციალური გახსნა;
ამ წლის 23 აპრილს უილიამ შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წელი სრულდება. ამ დღესთან დაკავშირებით მთელს მსოფლიოში იმართება უილიამ შექსპირისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. სხვადასხვა თაობის მთარგმნელები – პაატა ჩხეიძე, ლელა სამნიაშვილი, ანი კოპალიანი – სერიიდან „ერთი შედევრის ყველა ქართული თარგმანი“ წარმოადგენენ და საჯაროდ წაიკითხავენ უილიამ შექსპირის სამოცდამეექვსე სონეტის ქართულ თარგმანებს.
12:30 – 13:00 შეხვედრა გელა ჩარკვიანთან. საუბარი მის ახალ წიგნზე „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“;
13:00 – 13:30 ირაკლი სამსონაძის ახალი წიგნის „ქელეხი ქარში“ წარდგინება;
13:30 – 14:00 „გუდა-გუდას“ სერიის წარდგინება / ავტორი ბავშვებს გუდა-გუდას ახალ ისტორიებს მოუყვება;
14:00 14:30, წიგნის – „რა უნდა იცოდნენ მშობლებმა თავიანთი ვაჟიშვილების შესახებ“ წარდგინება;
14:30 – 15:00 ირმა მალაციძის საბავშვო წიგნის „ექიმი კოდალა (თერაპიული ზღაპრები)“ წარდგინება;
15:00 – 15:30 დამატებითი საკითხავებისა და აუდიოწიგნების წარდგინება/ მოსწავლეთა ნამუშევრების დემონსტრირება ონლაინ სასწავლო პროექტებიდან /საავტორო უფლებებთან დაკავშირებული აქტივობების პრეზენტაცია;
15:30 – 16:00 „ჩემი წიგნი რიცხვებისა და ფიგურების შესახებ” / პრეზენტაცია;
16:00 – 16:30 ეთერ თათარაიძის პროზაული წიგნის „დევიღუპეთ!“ წარდგინება;
17:00 – 17:30 პოეტ გრიგოლ ძაგანიას ხმოვანი წიგნის პრეზენტაცია;
17:30 – 18:00 სოციალური საწარმო აუდიო-მულტი სტუდია ახალი აუდიო წიგნების რჩეული ლექსების პრეზენტაცია / გახმოვანებას ახორციელებს ცნობილი მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი;
შემდეგი ღონისძიება გაიმართება „თი-ბი-სი გალერეაში“:
17:00 – 19:00 მარიო ვარგას ლიოსას რომანის „ვაცის ნადიმი“ (მთარგმნელი: ლანა კალანდია) წარდგინება ;
და ასევე ვაკის მედიათეკაში, ვაკის პარკში:
21:00 – 00:00 ათი თანამედროვე ქართველი პოეტის – დიანა ანფიმიადი, პაატა შამუგია, კატო ჯავახიშვილი, შოთა იათაშვილი, ეკა ქევანიშვილი, შალვა ბაკურაძე, ნინო სადღობელაშვილი, გიორგი არაბული, ნატო ინგოროყვა, თორნიკე ჭელიძე – „პოეზიის ღამე“ / წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის დახურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები