ნინო დევდარიანი საერთაშორისო პლატფორმაში – PRODUCERS ON THE MOVE მონაწილეობს

ქართველი პროდიუსერი ნინო დევდარიანი, საქართველოს, პროდიუსერთა საერთაშორისო პლატფორმაზე – PRODUCERS ON THE MOVE წარადგენს, რომელიც კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება.
პლატფორმას European Film Promotion (EFP) წარმოადგენს, რომელიც ეროვნულ კინოცენტრთან უკვე რამდენიმე წელია მჭიდროდ თანამშრომლობს.
წელს PRODUCERS ON THE MOVE 14 – 17 მაისს ჩატარდება და მასში მონაწილეობას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან შერჩეული 20 პროდიუსერი მიიღებს. პროგრამა ტარდება კანის ფესტივალის პერიოდში, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს, შეხვდნენ რეჟისორებს, გაყიდვების აგენტებს, დამფინანსებლებს და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს. PRODUCERS ON THE MOVE მოიცავს პიტჩინგის სესიებს, ინდივიდუალურ შეხვედრებს. მონაწილეები ამყარებენ საქმიან ურთიერთობებს, ერთმანეთს უზიარებენ ცოდნას და გამოცდილებას, ანვითარებენ მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების პროექტებს. ახალგაზრდა და დამოუკიდებელი პროდიუსერების შერჩევას თავად European Film Promotion (EFP) წევრი ორგანიზაციები ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები