გიორგი მიქაძე The National Jazz Museum in Harlem-ში სპეციალური სტუმრის რანგში მიიწვიეს

ნიუ-იორკში, The National Jazz Museum in Harlem-ში, მუზეუმის სამხატვრო ხელმძღვანელის, ჯონათან ბატისტას პირადი მოწვევით, ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ხელოვანი გიორგი მიქაძე ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.
რამდენიმე მუსიკალური პრემიის მფლობელი მუსიკოსი, 30 აპრილს, The National Jazz Museum in Harlem-ში ჯაზის ახალგაზრდა თაობის წარმატებულ და ცნობილ ოთხ მუსიკოსთან ერთად, საღამოს განმავლობაში არაერთ კომპოზიციას შეასრულებს. ჯაზის საერთაშორისო დღე 2011 წლის ნოემბერში იუნესკოს გენერალური დირექტორის, ირინა ბოკოვასა და იუნესკოს კეთილი ნების ელჩის, მუსიკოს ჰერბი ჰენკოკის ინიციატივით დაწესდა. ჯაზის დღეს მსოფლიოს რამდენიმე ათეული ქვეყანა აღნიშნავს, მათ შორის არის საქართველოც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები