კულტურის სამინისტრო – რობი უილიამსისა და ეროს რამაზოტის კონცერტის ბილეთები მსოფლიოს 52 ქვეყნიდან შეიძინეს

რობი უილიამსისა და ეროს რამაზოტის კონცერტის ბილეთები მსოფლიოს 52 ქვეყნიდან შეიძინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, სამინისტროში ვერ აზუსტებენ, კონკრეტულად რამდენი ბილეთია შეძენილი უცხოეთიდან, თუმცა აცხადებენ, რომ უცხოეთიდან 1000-ზე მეტი ტრანზაქცია განხორციელდა.
„საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით 2016 წლის აპრილიდან მასშტაბური პროექტი Check in Georgia იწყება. პროექტის ფარგლებში პირველი დიდი ღონისძიება 24 აპრილს არის დაგეგმილი; ქართველი მსმენელის წინაშე ეროს რამაზოტი წარდგება. ეროს რამაზოტის კონცერტზე ბილეთების გაყიდვა 7 აპრილიდან დაიწყო. ამ დროისათვის გაყიდულია 5000-მდე ბილეთი. რაც შეეხება, მეორე მასშტაბურ კონცერტს; მსოფლიო ვარსკვლავის, რობი უილიამსის კონცერტის ბილეთების გაყიდვა 15 აპრილიდან დაიწყო და ამ დროის მონაცემებით, უკვე გაყიდულია 31 000-მდე ბილეთი. რობი უილიამსი ქართველი მსმენელის წინაშე 27 მაისს, „დინამო არენაზე“ წარდგება. აღსანიშნავია, რომ ბილეთების შეძენისას დაფიქსირდა 1000-ზე მეტი ტრანზაქცია უცხოეთიდან, ბილეთების შესყიდვა განხორციელდა მსოფლიოს 52 ქვეყნიდან (გერმანია, აზერბაიჯანი, ამერიკა, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა..)”, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები