Maroon 5-ის კონცერტის ბილეთების ფასი 40 ლარიდან 300 ლარამდე იქნება

Maroon 5-ის კონცერტის ბილეთების ფასი 40 ლარიდან 300 ლარამდე იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას tkt.ge ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბილეთების გაყიდვა 25 აპრილს დაიწყება. Maroon 5 საქართველოში პროექტ Check-in Georgia-ს ფარგლებში ჩამოდის. ამერიკული ჯგუფის კონცერტი ბათუმში 7 ივნისს გაიმართება. პროექტ Check-in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ხოსე კარერასი და Maroon 5 ესტუმრებიან. აღნიშნული პროექტი 2016 წლის აპრილიდან იწყება. ის მოიცავს კულტურული ღონისძიებების სერიას, რომელიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში გაიმართება. პროექტს ორგანიზებას კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი გაუწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები