აშშ-მ პირველად „ისლამური სახელმწიფო“ სტრატეგიული ბომბდამშენებით დაბომბა

აშშ-ს ავიაციამ პირველად დაბომბა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები სტრატეგიული ბომბდამშენის B-52-ის გამოყენებით. ავიადარტყმის სამიზნე ერაყში ისლამისტების იარაღის საწყობი გახდა. ამის შესახებ პენტაგონი იუწყება.
პენტაგონის ინფორმაციით, B-52-მა ქალაქ მოსულთან ახლოს ისლამისტების პოზიციები 19 და 20 აპრილს დაბომბა. B-52-ის ტიპის სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა B=1-ის ტიპის ბომბდამშენები გამოცვალეს, რომლებიც ერაყიდან და სირიიდან ამერიკულ ბაზებზე დაბრუნდნენ. В-52-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები მწყობრშია უკვე 60 წლის განმავლობაში, 1955 წლიდან. ბოლოს ეს თვითმფრინავები 1991 წელს, ახლო აღმოსავლეთში ოპერაციის -„ქარიშხალი უდაბნოში“ დროს გამოიყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები