ჯგუფ „რეზო და ბავშვების“ ახალი კლიპის პრეზენტაცია გაიმართება

22 აპრილს, 22:00 საათზე ჯგუფ „რეზო და ბავშვების“ ახალი კლიპის პრეზენტაცია გაიმართება. სიმღერა „თამუნა და მაიკო“ „რეზო და ბავშვების“ წინა სიმღერის – „მეგობრების“ გაგრძელებაა. ჯგუფი ქართულ მუსიკალურ სამყაროში ახალი ტენდენციის დანერგვას იწყებს, რაც ალბომში არსებული სიმღერების და ვიდეოპროდუქციის ერთმანეთთან კავშირში გამოიხატება. სამომავლოდ ალბომი „რეზო და ბავშვები“, რომელიც დაახლოებით 10 სიმღერას და კლიპს გულისხმობს, ერთგვარი სერიალის სახეს მიიღებს. კლიპის პრეზენტაციაზე მისული მსმენელი Keep Calm-ში კარაოკეს მონაწილეც გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები