ქართველი მხატვრის, გიორგი კუხალაშვილის „ჰიერონიმუს ბოსხი სიზმარი“ ნიდერლანდებში გამოიფინა

საქართველოს ელჩმა ნიდერლანდებში, კონსტანტინე სურგულაძემ საზოგადოებას პროექტი „ გიორგი კუხალაშვილი – ჰიერონიმუს ბოსხის სიზმარი “ წარუდგინა. 2016 წელი ნიდერლანდელი ფერმწერის, ჰიერონიმუს ბოსხის წლად არის გამოცხადებული და მთელი წლის განმავლობაში ნიდერლანდებში მრავალი პროექტით აღინიშნება. საქართველოს საელჩოც ჩაერთო ამ კულტურული ღონისძიებების აღნიშვნაში: ქართველი მხატვრის, გიორგი კუხალაშვილის ნამუშევრის „ჰიერონიმუს ბოსხის სიზმარი“ რეპროდუქცია ერთი წლის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება საქართველოს საელჩოში, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნება, გაეცნონ ქართველი ხელოვანის მიერ დიდი ჰოლანდიელი მხატვრის შესახებ შექმნილ პანოს და მის დამოკიდებულებას ამ მხატვრისადმი. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის სექტემბერში გიორგი კუხალაშვილის ეს ნამუშევარი ნიდერლანდებში საკმაოდ სოლიდურ ფასად, 50 ათას დოლარად გაიყიდა.
13023475_1280379181990687_1743363170_n 13081906_1280379178657354_2107127346_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები