ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცნიერებათა ფესტივალი ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში 16 აპრილს ჩატარდა მეცნიერებათა ფესტივალი — მეცნიერულ-ტექნოლოგიური გამოწვევები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. აღნიშნული პროექტი განხორციელდა „ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი ცენტრის – ერთად“ ხელმძღვანელობით. პროექტში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლები სხვადასხვა რეგიონიდან და სტუ-ს მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის მსმენელები. ასევე, სტუ-ს პირველი კურსის სტუდენტები. პროექტი დასრულდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდიის „მოდი ნახე“ გახმაურებული სპექტაკლით – „ჰელადოს“.