ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება
ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. “ჩემო მეჟოლია”… ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის სამაგიდო რეპეტიციები ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში უკვე მიმდინარეობს.
სპექტაკლს დგამს მოწვეული რეჟისორი გეგა ქურციკიძე.
პრემიერა მაისის დასაწყისში გაიმართება.
ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრი თითქმის 80 წლისაა. თეატრის მშენებლობა 1931 წელს დაიწყო. 1936 წელს ხულოს თეატრს სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭა. თეატრის დაარსება ცნობილი ქართველი რეჟისორის – სიკო დოლიძის სახელს უკავშირდება. XX საუკუნის 10-იან წლებში ხულოს რაიონში სიკო დოლიძის თაოსნობით პირველი თეატრალური წარმოდგენა დაიდგა.