მესხიშვილის თეატრი 19 აპრილს რუსთაველის თეატრის სპექტაკლს უმასპინძლებს

19 აპრილს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი სპექტაკლს „ასულნი“ უმასპინძლებს. პოლიკარპე კაკაბაძის პიესების მიხედვით შექმნილი ფანტაზიის რეჟისორი რობერტ სტურუა გახლავთ. მხატვარი – ანა ნინუა; კომპოზიტორი – გია ყანჩელი; ქორეოგრაფი – მარიამ ალექსიძე.
სპექტაკლი დამონებული ასულების შესახებ მოგვითხრობს, თუ როგორ უღიმღამოდ გადის ერთფეროვან შრომაში დღეები, წლები. თუმცა, იმედი საბოლოოდ არ გამქრალა. ასულთა „მხსნელები“ დროდადრო ჩნდებიან, რომლებიც მათ „ოქროსყანებს“ პირდებიან. თავისუფალი და ბედნიერი ცხოვრებისკენ მიზანსწრაფვით ცრუდ აბრუებენ. თუმცა, ეს ყველაფერი სიცრუა, ასულთა ბედი არავის ადარდებს. რუსთაველის თეატრის სამსახიობო დასი ქუთაისში მაყურებლის წინაშე 19:00 საათზე წარდგება. სპექტაკლში მონაწილეობენ: ნინო არსენიშვილი; მანანა გამცემლიძე; თათული დოლიძე; მარინა კახიანი; ზაზა ლებანიძე; ნანა ლორთქიფანიძე; ეკა მინდიაშვილი; მარიკა ჭიჭინაძე; დარეჯან ხარშილაძე; მარინა ჯანაშია. სპექტაკლი პოლიკარპე კაკაბაძის პიესების მიხედვით დაიდგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები