ქაბულის ცენტრში აფეთქება მოხდა

 ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის ცენტრში აფეთქება მოხდა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ქალაქის თავზე კვამლი დგას. აფეთქება, სავარაუდოდ, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსთან ახლოს მდებარე დასახლებულ რაიონში მოხდა. დაღუპულების და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. აფეთქება მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლების განცხადებიდან რამდენიმე დღეში მოხდა. თალიბებმა მასშტაბური შეტევის დაწყების შესახებ განაცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები