იერუსალიმში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. ამის შესახებ ადგილობრივ მედია სამართალდამცველებზე დაყრდნობით იუწყება.
მათივე ინფორმაციით, ავტობუსში ბომბი აფეთქდა, რომლის შედეგადაც სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა.
შეგახსენებთ, რომ იერუსალიმში ძლიერი აფეთქება დღეს საღამოს მოხდა. ავტობუსის აფეთქების შედეგად, 20-მდე ადამიანი დაშავდა. ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები