24 აპრილს საღამო „პოეზია და არტი“ გაიმართება
24 აპრილს საპატრიარქოს ტელევიზიის დარბაზში ანი ნოზაძისა და ნონა გიუნაშვილის საღამო „პოეზია და არტი“ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას სხვა პოეტებიც მიიღებენ.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, საღამოზე ხელოვნების მოყვარულებს საშუალება ექნებათ დატკბნენ კლასიკური მუსიკის ჰანგებითა და პოეზიით.
ღონისძიება 18:30 გაიმართება და მსურველთათვის დასწრება თავისუფალია.
„თქვენ გელოდებათ განსხვავებული ატმოსფერო, დეკორაციები და ბევრი სიურპრიზი. საღამოს სტუმრებს საშუალება გექნებათ ორი საათის განმავლობაში დაივიწყოთ ყოფითი პრობლემები და დატკბეთ იმ ლამაზი გარემოთი, რომლის შექმნაში საღამოს ორგანიზატორებმა სული და გული ჩადეს“, – აცხადებენ საღამოს ორგანიზატორები.