იერუსალიმში ავტობუსი აფეთქდა

იერუსალიმში ავტობუსის აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქების მომენტში ავტობუსში მგზავრები არ იმყოფებოდნენ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ჯერჯერობით უცნობია, ეს იყო ტერაქტი, თუ ავტობუსის აფეთქება მისმა ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია. ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, რის შემდეგ ალი მეორე ავტობუსსაც გადაედო. ამჟამად პოლიცია გამოძიებას აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები