იაპონიაში 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ იაპონიის მეტეოროლოგიის სააგენტო იუწყება. მიწისძვრის ეპიცენტრი კუმამოტოს პრეფექტურაში მდებარეობდა. ცუნამის განგაში არ გამოცხადებულა. წინა კვირას კუმამოტოს პრეფექტურაში 6,5-ის და 7,3-ის მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სტიქიური უბედურების შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა, 1000 დაშავდა და 100 ათასი უსახლკაროდ დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები