ირანში სპეციალური ქვედანაყოფი იქმნება, რომელიც ქალებს უთვალთვალებს

ირანის პოლიცია სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ სპეციალურ ქვედანაყოფს ქმნის, რომელიც თეირანის ქუჩებში მოქალაქეების ქცევას დააკვირდება.
ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ქვედანაყოფის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა იმის გაკონტროლება, რომ ქალები თავსაბურავს ატარებდნენ. მხოლოდ ირანის დედაქალაქში ამას 7 ათასი პოლიციელი გააკონტროლებს. პოლიციის თანამშრომლები დამრღვევთა წინააღმდეგ ზომებს არ მიიღებენ. მათი მიზანია ინფორმაციის შეგროვება და წესების დარღვევის შესახებ პოლიციის სხვა ქვედანაყოფებისთვის ინფორმაციის მიწოდება. ირანში ჰიჯაბის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის ბოლო დროს აქტიური პოლემიკა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები