ოლივიე კატერინი ქართველ კინემატოგრაფისტებთან ერთად პროექტების განვითარებაზე იმუშავებს
დღეიდან ოლივიე კატერინის ვორკშოპი იწყება. ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის მიერ შერჩეული პროფესიონალი ოლივიერ კატერინი ქართველ კინემატოგრაფისტებთან ერთად პროექტების განვითარებაზე იმუშავებს.
ეროვნულმა კინოცენტრმა წელს უკვე მეორედ გამოაცხადა ანესის და ნიქოზის კინოფესტივალებთან ერთად კონკურსი პროექტის განვითარებაზე. გამარჯვებული პროექტები თავად MIFA-მ (ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ბაზრობა) ანიმციური ფილმების ფრანგ პროდიუსერებთან ერთად შეარჩია. ოლივიე კატერინის ვორკშოპი თბილისში ასევე 22 აპრილს ჩატარდება და მას კონკურსის გამარჯვებული პროექტების ავტორები დაესწრებიან. ვორკშოპის შედეგად კი გამოვლინდება 1 საუკეთესო პროექტი, რომელსაც ავტორი 12-19 ივნისს ანესის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარადგენს.