EURASIADOC 2016-სთვის პროექტების შერჩევა დასრულდა

უკვე ცნობილია 6 კრეატიული დოკუმენტური ფილმის პროექტი, რომელიც წყალტუბოში, 1-დან – 12 მაისის ჩათვლით, სცენარის განვითარების რეზიდენიცაში მიიღებს მონაწილეობას. პროექტს წარუძღვება ფრანგი რეჟისორი და პროდიუსერი ვლადიმირ ლეონი.
რეზიდენციისთვის შერჩეული პროექტებია:
• ჩემი სივრცის ისტორია – მაკა გოგალაძე;
• ხრიდოლი – შორენა თევზაძე;
• სანამ მამა დაბრუნდება – მარი გულბიანი;
• სოფლის მელანქოლია – გიორგი ფარქოსაძე;
• პიონერი – ალექსანდრე გაბუნია;
• ბაქანი – ნინო ორჯონიკიძე, ვანო არსენიშვილი.
რეზიდენციის შემდეგ აირჩევა 4 პროექტი, რომელიც ივნისში სომხეთის ქალაქ გიუმრიში პრეზენტაციების მოსამზადებელ ტრენინგზე და ინდუსტრიულ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.
EurasiaDoc ითვალისწინებს 5 ქვეყნის (საქართველო, რუსეთი, თურქეთი, შუა აზია, სომხეთი) კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისათვის სცენარის განვითარების რეზიდენციას, შეხვედრებს ევროპელ პროდიუსერებსა და ტელევიზიებთან, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები