ვაჟა – ფშაველას „სტუმარ – მასპინძელი“ ახმეტელის თეატრის სცენაზე

22, 23 აპრილს, 19:00 საათზე, ახმეტელის თეატრის სცენაზე სპექტაკლ „სტუმარ-მასპინძელის “პრემიერა შედგება. სპექტაკლი ქართველი კლასიკოსი მწერლის ვაჟა-ფშაველას უკვდავი ნაწარმოების  „სტუმარ-მასპინძელი“ -ს სრულიად ახლებურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. ერთმოქმედებიანი სპექტაკლის ხანგრძლივობა 60 წუთია.  -ეს არის ეროვნულ მოტივებზე აგებული, თანამედროვე თეატრალური ფორმებით გააზრებული დადგმა, რომლის მეშვეობით ქართული ცნობიერების, მენტალობის, ტრადიციების, მსოფლმხედველობისა და ფოლკლორის სინთეზურად წარმოჩენა ხდება.
სპექტაკლი მუსიკალურად გაფორმებულია ქართული ტრადიციული მუსიკის მოტივებზე – მსახიობების ცოცხალი ვოკალური შესრულებით. რეჟისორს წარმოდგენაში შემოჰყავს ქორო, რაც დადგმას, როგორც ვიზუალური, ასევე ესთეტიკური თვალსაზრისით ანტიკური თეატრის სათავეებთან აახლოებს… სპექტაკლი ეძღვნება ახმეტელის თეატრის დამაარსებელ ლერი პაქსაშვილის ნათელ ხსოვნას, 1981 წელს ახმეტელის თეატრი რეჟისორი ლერი პაქსაშვილის მიერ ვაჟა ფშაველას „სტუმარ – მასპინძლის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლით „ მთანი მაღალნი“ გაიხსნა.
რეჟისორი – ირაკლი გოგია; მხატვარი – ლაშა იაშვილი (ქალაქ ვენის სამხატვრო აკადემიის მაგისტრი); კოსტიუმების მხატვარი – მარიკა კვაჭაძე; მუსიკალური ხელმძღვანელი – ზვიად ბერიაშვილი; რეჟისორის თანაშემწე – რუსუდან შოშიტაშვილი. მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: ზვიადაური – ანდრია გველესიანი; ჯოყოლა – გიორგი ცხადაძე; მუსა, ხევსური ბიჭი – გიგი მიგრიაული; აღაზა- თინა გვაზავა; ხევსური ქალი – გვანცა კანდელაკი; ქისტი ქალები: ნინო არეშიძე, თაკო ფრიდონაშვილი. სპექტაკლი განხორციელდა კავკასიურ თეატრთან თანამშრომლობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები