გიორგი გაჩეჩილაძე არ გამორიცხავს, რომ „მწვანეთა პარტია“ არჩევნებში შესაძლოა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავიდეს

„მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენელმა გიორგი გაჩეჩილაძემ დღეს პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე არ გამორიცხა, რომ მისი პარტია არჩევნებში შესაძლოა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავიდეს, რადგან ეს ორი პარტია იდეოლოგიით ახლოს არის. მისივე განმარტებით, ამაზე საუბარი ამ დრომდე არ ყოფილა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ დაიწყება კონსულტაციები, პარტია მზად არის, მათში ჩაერთოს.
„ეს საუბარი ახლა არ დაწყებულა. პირველი, ვინც ეს გააჟღერა, ოღონდ სხვა ფორმით, უმრავლესობის ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე იყო. მან დიდი მადლობა გადაუხადა „მწვანეთა პარტიას“, როდესაც ჩვენმა ფრაქციამ ევროპარლამენტში კენჭისყრაზე ჩააგდო „სახალხო პარტიის“ რეზოლუცია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის წინ ხდებოდა. სწორედ მაშინ დაიწყო ეს პროცესები და საუბარი იმაზე, რომ კარგი იქნებოდა, თუ „მწვანეები“ ჩვენთან იქნებიანო“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მისივე განმარტებით, ორი პარტია იდეოლოგიური თვალსაზრისით ერთმანეთთან ახლოს არის და თანამშრომლობა გამორიცხული არ არის. კვაჭანტირაძის განცხადებით, თუ საჭირო გახდება კონსულტაციების დანიშვნა, მისი პარტია ამაში აუცილებლად ჩაერთვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები