გიორგი გაჩეჩილაძე: ჩემი ხმა ყოველთვის წონადი იყო, უბრალოდ ახლა გაახსენდათ

ჩემი ხმა ყოველთვის წონადი იყო, უბრალოდ ახლა გაახსენდათ. მოგეხსენებათ, 76 ხმა ძნელად მოსაგროვებელია, ბევრი კანონი სწორედ 76 ხმით არის გასული და მე რომ არ მიმეღო მონაწილეობა, კანონები ჩავარდებოდა, – აღნიშნული განცხადება „მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენელმა გიორგი გაჩეჩილაძემ დღეს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
გაჩეჩილაძემ დღეს საზოგადოებაში გავრცელებულ იმ ინფორმაციაზეც გააკეთა კომენტარი, რომლის თანახმადაც, არჩევნების შემდეგ „რესპუბლიკური პარტიის“ მხოლოდ სამი მინისტრი შეინარჩუნებს თანამდებობას. სხვა შემთხვევაში კი უმრავლესობას კვოტებთან დაკავშირებით პრობლემები ექნება. გაჩეჩილაძის განმარტებით, არჩევნებამდე ხელისუფლება შეეცდება, რომ არსებული ვითარება შეინარჩუნოს, თუ რა მოხდება ამის შემდეგ, მან არ იცის.
“ხელისუფლება იძულებული იქნება, რომ შეინარჩუნოს ისინი აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რადგან თუ ისინი არ იქნებიან, ჩვენი სამი დამოუკიდებელი დეპუტატის ხმა არ ყოფნის კანონებს, ამიტომ შეიქმნება პოლიტიკური კრიზისი. ხელისუფლება შეეცდება, რომ არჩევნების ბოლომდე შეინარჩუნოს ასეთი შემადგენლობა მთავრობაში და მერე რა იქნება, არ ვიცი. ყველაფერი იმ შედეგებზე იქნება დამოკიდებული, რაც არჩევნების შემდეგ დადგება“,-განაცხადა გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები