გია ჟორჟოლიანი: პარტიული ნიშნით სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ჟორჟოლიანის მტკიცებით, სამთავრობო ცვლილებები პარტიული ნიშნით არ იგეგმება. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, შესაძლოა, ცვლილებები სხვა მიზეზით განხორციელდეს. გარდა ამისა, ჟორჟოლიანი ამბობს, რომ რომელი მინისტრი იქნება სიაში ან არ იქნება, ამასთან დაკავშირებით სერიოზული განხილვა არ მიმდინარეობს.
„სამთავრობო ცვლილებებს მე არ ველი. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ არ მგონია, თუ ასეთი რამ მოხდება, ეს იყოს პარტიული ნიშნით. შეიძლება ეს სხვა მიზეზებით იყოს. არ ვიცი. მე ვერ ვხედავ ამის ალბათობას. ტყუილია ეგ ამბავი, რომ დღემუდამ არავინ არაფერზე ფიქრობს და არის იმაზე ლაპარაკი და განხილვა, რომელი მინისტრი იქნება სიაში ან არ იქნება, სერიოზულად ამის განხილვა არ მიმდინარეობს. ეს, მე მგონი, უფრო ჟურნალისტების ან არა მხოლოდ ჟურნალისტების, შესაძლოა, პოლიტიკოსების აგორებული თემა იყოს, რომლითაც ცდილობენ ყურადღების მიქცევას“,-განაცხადა ჟორჟოლიანმა.