პრეზიდენტის განკარგულებას არჩევნების ჩატარების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ხელი 10 დღის ვადაში უნდა მოაწეროს

საპარლამენტო არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ხელი 10 დღის ვადაში უნდა მოაწეროს. კანონმდებლობის მიხედვით, კონტრასიგნაციის შემდეგ განკარგულება „საკანონმდებლო მაცნეში“ უნდა გამოქვეყნდეს, არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე კი წინასაარჩევნო კამპანია იწყება.
არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარების თაობაზე პრეზიდენტის განკარგულება ამ ეტაპზე მთავრობის ადმინისტრაციაში შესული არაა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრეზიდენტის განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციას დღეს გადაეგზავნება. წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან კი ძალაში შედის შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების და სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს.
როგორც კი არჩევნების დანიშვნის თაობაზე ბრძანებას მოეწერება ხელი, ამოქმედდება აკრძალვები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით არსებობს.
ამასთან, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა, დაიწყება ის ძირითადი ღონისძიებები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციებს და კანდიდატებს უკავშირდება. როგორც ცნობილია, ”საარჩევნო კოდექსის” მიხედვით, საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები