დავით უსუფაშვილი: „ნაცმოძრაობასთან” პარტნიორობის საკითხზე სერიოზულად ვერ ვისაუბრებ

ჩვენ განწყობილნი ვართ, მომავალ პარლამენტში პარტნიორები მოვძებნოთ, მაგრამ “ნაციონალურ მოძრაობასთან” პარტნიორობის საკითხზე სერიოზულად ვერ ვისაუბრებ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გადაცემა 20/30 -ში განაცხადა.
მისი თქმით, პარტია, რომელიც არჩევნებში რამდენიმე მანდატის მოსაპოვებლად და ოპოზიციაში წასასვლელად მიდის, პოლიტიკური პარტია არ არის.
„პოლიტიკური პარტიის არსი საზოგადოებაზე გავლენის მოხდენაა და ხელისუფლებაში ყოფნა ნებისმიერი პარტიის სურვილია. პარტია, რომელიც არჩევნებში რამდენიმე მანდატის მოსაპოვებლად და ოპოზიციაში წასასვლელად მიდის, პოლიტიკური პარტია არ არის. ეს იგივეა, ბიზნესში მოგება არ გინდოდეს. „რესპუბლიკელები“, არსებობის 40 წლის განმავლობაში, ხელისუფლებაში სულ რაღაც 3,5 წელიწადი ვიყავით. დანარჩენი წლები სულ ოპოზიციაში ვართ, მაგრამ ამასაც გარკვეული ხიბლი აქვს. ჩვენ განწყობილნი ვართ, მომავალ პარლამენტში პარტნიორები მოვძებნოთ, მაგრამ “ნაციონალურ მოძრაობასთან” პარტნიორობის საკითხზე სერიოზულად ვერ ვისაუბრებ“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები