იან კელი: ჩვენ ვიცოდით, რომ არჩევნები ოქტომბერში უნდა დანიშნულიყო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი არჩევნების თარიღად 8 ოქტომბრის დასახელების საკითხს ეხმაურება. როგორც ელჩმა განაცხადა, არჩევნების დანიშვნის საკითხი საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია. მისივე თქმით, მათ იცოდნენ, რომ არჩევნები ოქტომბერში უნდა დანიშნულიყო.
“არჩევნების დანიშვნის საკითხი საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია. რამდენადაც ვიცი, გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი მარგველაშვილი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. გამოცხადებული თარიღი მოლოდინს შეესაბამება. ჩვენ ვიცოდით, რომ არჩევნები ოქტომბერში უნდა დანიშნულიყო “,- განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები