გიორგი კვერენჩხილაძე თანამდებობის დატოვების შემდეგ „კვირასთან“ პირველ კომენტარს აკეთებს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე თანამდებობის დატოვების შემდეგ, „კვირასთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც „კვირასთან“ საუბრისას გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა, იგი მუშაობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძობს.
მისივე თქმით, იგი უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე პედაგოგიურ საქმიანობას 20 წლის განმავლობაში ეწეოდა.
გიორგი კვერენჩხილაძემ თანამდებობიდან წასვლის რეალური მიზეზი არ გაამხილა.
“თანამდებობა იმიტომ დავტოვე და უნივერსიტეტში აქტიურად გავაგრძელებ პედაგოგიურ საქმიანობას. როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვმუშაობდი, სხვა გრაფიკით ვკითხულობდი ლექციებს, ვფიქრობ უნივერსიტეტს დავუბრუნდე და აქტიურად ვითანამშრომლო უნივერსიტეტთან. მე უკვე 20 წელია ლექციებს ვკითხულობ და ამჟამად, უფრო აქტიურად გავაგრძელებ იურიდიულ ფაკულტეტზე პედაგოგიურ საქმიანობას“, – განუცხადა „კვირას“ გიორგი კვერენჩხილაძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კვერენჩხილაძე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე 2014 წლის 2014 წლის 19 ივნისს დაინიშნა.
გიორგი კვერენჩხილაძემ ქონებრივი დეკლარაცია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას 2016 წლის 25 თებერვალს შეავსო.
როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, გიორგი კვერენჩხილაძე თანამდებობაზე ყოფნის დროს, პედაგოგიურ საქმიანობასაც აქტიურად ეწეოდა, რაც მის შრომით ანაზღაურებაზეც აისახა.
2016 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი კვერენჩხილაძემ პედაგოგიური საქმიანობიდან წელიწადში 21 825 ლარი მიიღო, ხოლო პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობიდან 70 880 ლარი. გიორგი კვერენჩხილაძემ თანამდებობა 2016 წლის მარტის ბოლოს დატოვა.

გიორგი  კვერენჩხილაძეს  მეუღლე  ეკატერინე კაპანაძე და  ორი  შვილი  ყავს.

kver

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები