გია ვოლსკი: „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი გიორგი კვირიკაშვილი იქნება

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ გადაცემა „არჩევანში” განაცხადა.
„ის არის ლიდერი, რომელიც მკაფიო ლიდერია, რომლსაც აქვს კარგი ხედვები. რომელსაც აქვს სიმპატიის მაღალი დონე, როგორც საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო დონეზე. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი განაცხადი გააკეთა მან და საკმაოდ მოიმძლავრა პოზიციები, როდესაც იგი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მოიპოვა პოზიციებიც და კავშირებიც. რაც მთავარია შიგნით, საზოგადოების მაღალი ნდობა მოიპოვა, ყველაზე მთავარი ჩვენი საზოგადოებაა, მან სწორად ჩამოაყალიბა მიდგომები საზოგადოების აქტიურ წევრებთან. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ იგი ღირსეული ხელმძღვანელი იქნება. პარტიის ყრილობაზე ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდება და სიის პირველი ნომერიც საკმაოდ წარმატებული იქნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები