თედო ჯაფარიძე: განვიხილეთ, ჩვენი ქვეყნისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი

„შეხვედრისას განვიხილეთ ჩვენი ქვეყნისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი“, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის წევრებთან აშშ-ში ვიზიტის შესახებ ისაუბრა.
„განვიხილეთ, ჩვენი ქვეყნისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის მიერ აშშ – ში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია. გარდა ამისა, განვიხილეთ, ძალიან მწვავე და ჩვენთვის საინტერესო თემები, ერთ-ერთი ვარშავის მოახლოებულ სამიტია.
ასევე ვიზალიბერალიზაციის საკითხი და ამასთანავე ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის შიდა პროცესებთან, მომავალ კოალიციასთან, კოალიციაში არსებულ გადაადგილებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
ამასთან, თედო ჯაფარიძემ კატეგორიულად უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მთავრობაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით.
„სამთავრობო ცვლილებთან დაკავშირებული ინფორმაცია, არ შეესაბამება სინამდვილეს და ამ საკითხზე საუბარი არც ყოფილა“ – აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.
საქართველოს პრეზიდეტსა და მთავრობის წევრებს შორის შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემაც ისაუბრა.
„დღეს განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები. მათ შორის ჩვენი საგარეო საქმეთა პრიორიტეტები ევროინტეგრაცია, ევროალტლანტიკური ინტეგრაცია, ასევე საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტი და ზოგადად რეგიონში არსებული სიტუაცია“, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის სამუშაო შეხვედრა დასრულდა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, საუბრის თემა რეგიონში მიმდინარე პროცესებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები