ლევან ბერძენიშვილი: მსხვილმა “რესპუბლიკელებმა” მინისტრების გათავისუფლების შესახებ არაფერი იციან

პარლამენტის წევრ ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, მთავრობაში “რესპუბლიკელი” მინისტრების თანამდებობიდან გათავისუფლება არ იგეგმება.
როგორც ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, იგი „რესპუბლიკელი“ მინისტრების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
“მსგავსი რამ მოსალოდნელი არ არის იმდენად, რამდენადაც ჩვენ, “რესპუბლიკელებმა” ამის შესახებ არაფერი ვიცით. შეიძლება ვინმემ რაიმე იცის, მაგრამ მე არ ვიცი და ძალიან მსხვილმა “რესპუბლიკელებმა” არ იციან და არა მგონია, რაიმე უჩვენოდ ხდებოდეს”, – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
არაოფიციალური ინფორმაციით, ”რესპუბლიკელი” მინისტრები, ასევე განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე შესაძლოა, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები