მსახიობი და კინორეჟისორი ნანა მჭედლიძე გარდაიცვალა

მსახიობი და კინორეჟისორი ნანა მჭედლიძე გარდაიცვალა. „კვირა“ ნანა მჭედლიძის ოჯახს დაუკავშირდა და რეჟისორის გარდაცვალება ნათესავმა დაუდასტურა:
„ქალბატონი ნანა დღეს გამთენიისას გარდაიცვალა, თავად ანდერძი აქვს, რომ არ უნდა ქვეყნის შეყრა და მივყვეთ მის ნებას. მისი ანდერძის მიხედვით დაიკრძალება ხონში. არავისთვის შეგვიტყობინებია. 31 მარტს  ხონში დავკრძალავთ“, – გვითხრა ქალბატონმა.
ნანა მჭედლიძე 1926 წელს ხონში დაიბდა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს, სარეჟისორო ფაკულტეტი 1960 წელს. მისი ფილმებია – “მოდის მატარებელი”, “აეროპორტი”, “გზაში” (1964), “ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება” (1967), “დიდედები და შვილიშვილები” (1969), “პირველი მერცხალი” (1975), “ნამდვილი თბილისელი”, “იმერული ესკიზები” (1979), “უკვდავების თეთრი ვარდი” (1985). არის ავტორი წიგნისა “მხიარული მოთხრობები”.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები – თეირანის IV მსოფლიო კინოფესტივალის 2 “ოქროს ვერძის“ მფლობელი; ფრუნზეს საკავშირო კინოფესტივალის მთავარი პრიზი; საქართველოს სახალხო არტისტი; სოხუმის კინოფესტივალის გრან–პრი; ბათუმის კინოფესტივალის გრან-პრი; მინსკის საკავშირო კინოფესტივალის გრან-პრი; ობერჰაუზენის მსოფლიო კინოფესტივალის გრან-პრი; ფლორენციის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრი; ღირსების ორდენი.
ნანა მჭედლი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები