უკრაინაში მოითხოვენ, ლენინის ქუჩას ლენონის ქუჩა ეწოდოს
უკრაინის ზაკარპატიეს ოლქის სოფელ კალინიშში ადგილობრივი მოსახლეობა ვლადიმერ ლენინის ქუჩის ჯონ ლენონის ქუჩად გადარქმევას მოითხოვს. ამის შესახებ გამოცემა rbc.ru იუწყება. ზაკარპატიეს ადმინისტრაციის თავმჯდომარემ გენადი მოსკალმა შესაბამის ბრძანებულებას ხელი მოაწერა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება დეკომუნიზაციის შესახებ კანონის ფარგლებში უნდა იყოს მიღებული.
გასული წლის ოქტომბერში ნაციონალური ხსოვნის უკრაინის ინსტიტუტმა 520 კომუნისტური მოღვაწის სახელი გამოაქვეყნა, რომელთა სახელის გამოყენება გეოგრაფიულ სახელწოდებებში აკრძალული იქნება. მათ შორის არიან: ვლადიმერ ლენინი, კარლ მარქსი, ფრიდრიხ ენგელსი, ლეონიდ ბრეჟნევი, სემიონ ბუდიონი, ნადეჟდა კრუპსკაია, სერგო ორჯონიკიძე, ვასილი ჩაპაევი და სხვები.