მადიარმა ზელენსკის მოუწოდა, რომ „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით რუსული ნავთობის ტრანზიტი აღადგინოს

უნგრეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით რუსული ნავთობის ტრანზიტის აღდგენისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, უნგრეთის ახალი მთავრობა ამ საკითხთან დაკავშირებით „არანაირ დათმობაზე“ არ წავა.

„ჩვენ არანაირ დათმობაზე არ წავალთ და ამას არ ვურჩევდი – ვიმეორებ, ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტს ამ გზის არჩევას არ ვურჩევდი. ეს არ იქნება მიღებული არა მხოლოდ უნგრეთში, არამედ ევროპაშიც. ევროპელი ლიდერები ასევე არ მიიღებენ იმას, რომ მას სურს უკვე შეთანხმებული საკითხების გადახედვა და ევროპელი ლიდერების შანტაჟი“, – განაცხადა მადიარმა.

უნგრეთის ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გუშინ, 19 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, განაახლოს ნავთობის მიწოდება „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით, იმ პირობით, რომ ბუდაპეშტი განბლოკავს ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს.

ამავდროულად, უნგრეთის მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ სესხს მხოლოდ მას შემდეგ მოხსნის, რაც რუსული ნავთობის მიწოდება „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები