უწმინდესი: ადამიანის შინაგანი სამყარო უნდა იყოს იგივე, რაც გარეგნული
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მამა გაბრიელის შესახებ იქადაგა. უწმინდესმა აღნიშნა, რომ მამა გაბრიელი ჩვენ ყველას გვეხმარება. პატრიარქის თქმით, ადამიანი უნდა იყოს ერთი, შინაგანი სამყარო უნდა იყოს იგივე, რაც გარეგნული და პირიქით, გარეგნული ისეთი უნდა იყოს, როგორიც შინაგანი.
“მრავალი თქვენგანი იცნობდა მას პირადად, როგორი უშუალო იყო, როგორი ბავშვური ხასიათის მქონე იყო, ამიტომაც უფალმა დააჯილდოვა იგი, დააჯილდოვა რწმენით, მადლით, სიყვარულით, სასოებით, იმედით. დააჯილდოვა იმით, რომ დღეს, აი უკვე ერთი თვეა, ხალხი დღე და ღამე მიდის მასთან და სთხოვს დახმარებას. მამა გაბრიელი გვეხმარება ჩვენ ყველას”, – აღნიშნა უწმინდესმა