ონდრეი დოსტალი: ქართველებმა აირჩიეს მთავრობა, რომელიც არ არის ევროპის წინააღმდეგ – საქართველოს მთავრობა მხოლოდ საკუთარ ქვეყანას იცავს
მოგეწონებოდათ, აშშ რომ ჩარეულიყო ევროკომისიის საქმეებში? – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ონდრეი დოსტალმა საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ქართველებმა აირჩიეს მთავრობა, რომელიც არ არის ევროპის წინააღმდეგ. საქართველოს მთავრობა მხოლოდ საკუთარ ქვეყანას იცავს. ვერ შეცვლით [საქართველოს] მთავრობას ზეწოლის გზით. ამ გზით დავკარგავთ პარტნიორსა და მოკავშირეს“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.