დღეს აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ

დღეს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ტარდება, ასევე, აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე 92%-ზე მეტი, ხოლო დარეგისტრირებული სტუდენტებიდან 69%-მდე გამოსაცდელი გამოცხადდა.

“ამ დროის მონაცემებით, დაიგვიანა ორმა სტუდენტმა და ორმა აბიტურიენტმა.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს ყველა გამოსაცდელს არ დააგვიანონ გამოცდაზე.

გისურვებთ წარმატებას!”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები