მარტვილში, მინი ფეხბურთში ტურნირი გაიმართა

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, მარტვილის მუნიციპალიტეტში მინი ფეხბურთის ტურნირი სლოგანით „არა ნარკოტიკს” გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას, მარტვილის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურნირში მონაწილეობა 14-მა გუნდმა მიიღო. ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია და მერის მოადგილე გივი ელიავა ესწრებოდნენ.

პირველ ადგილზე გავიდა ნახარებაოს გუნდი, მეორე ადგილი მოიპოვა ონოღიის გუნდმა, ხოლო მესამე ადგილი ნაჯახაოს გუნდმა დაიკავა. ტურნირის ბოლოს პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ თასებითა და მედლებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები