კახა კალაძე ენჯეოებზე: ისინი ჩართულები იყვნენ რევოლუციურ სცენარში და მცდელობები ჰქონდათ, ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოში არსებული რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესებში არიან ჩართული, – ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ევროკომისიის მიერ გადაცემული თანხების გასაჯაროებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„რა თქმა უნდა, ის, რაც ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა, წახალისებული და დაფინანსებული იყო გარედან – ევროკავშირის ქვეყნებიდან, სხვადასხვა ორგანიზაციიდან; ამ ყველაფერში ჩართული იყო ასევე ამერიკული ორგანიზაციები. მთავარი მიზანი და მცდელობა იყო სახელმწიფო გადატრიალება, ხელისუფლების დამხობა. ამას ისინი ცდილობდნენ სხვადასხვა გზით და ამ ყველაფრის გამტარები იყვნენ ეს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები. თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე, საქართველოში არსებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები მთლიანად დაცლილები არიან იმ ყველაფრისგან, რასაც ზოგადად არასამთავრობოს სტატუსი და შინაარსი გულისხმობს. ისინი ჩვეულებრივ ჩართულები არიან პოლიტიკურ პროცესებში, რევოლუციურ სცენარში იყვნენ ჩართული და მცდელობები ჰქონდათ, ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები