“ევროპარლამენტმა გუშინდელი რეზოლუცია რასა იუკნევიჩიენეს მიმართ კომპლიმენტების ფონზე მიიღო” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც ის წერს, ევროპარლამენტმა გუშინდელი რეზოლუცია, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას მიუთითებს, მონაწილეობა არ მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში, რასა იუკნევიჩიენეს მიმართ კომპლიმენტების ფონზე მიიღო.

ევროპარლამენტმა გუშინდელი რეზოლუცია, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას მიუთითებს, მონაწილეობა არ მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში, კომისარ მარტა კოსის მონაწილეობით და მისი მხრიდან, რეზოლუციის ავტორის, რასა იუკნევიჩიენეს მიმართ კომპლიმენტების ფონზე მიიღო.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 12 კვირაში გაიმართება.

მოვნიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, ამჯერად, მისი ჩაშლის მიზნით, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების წართმევის მცდელობის ტოლფასია”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები