გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და ათენის ეროვნული ობსერვატორიის (NOA) მხარდაჭერით თბილისში წყალდიდობებისა და ტყის ხანძრების შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და ათენის ეროვნული ობსერვატორიის (NOA) მხარდაჭერით, რეგიონში სტიქიური მოვლენების შედეგად არსებული გამოწვევების, ევროკავშირის დედამიწის დაკვირვების პროგრამის (Copernicus) საინფორმაციო სერვისების დანერგვის, წყალდიდობებისა და ტყის ხანძრების შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრა მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა გარემოს დაცვის, ბუნებრივი კატასტროფებისა და უსაფრთხოების მართვის მიმართულებით ევროპის წამყვანი ცენტრის (BEYOND) მიერ შემუშავებული წყალდიდობებისა და ტყის ხანძრების პროგნოზირების სერვისების პრაქტიკაში გამოყენებაზე იმსჯელეს და Copernicus-ის (ევროკავშირის დედამიწის დაკვირვების პროგრამა) მონიტორინგის პლატფორმების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.

„საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მოწყვლადია სტიქიური მოვლენების ფართო სპექტრის მიმართ. გახშირებული წყალდიდობები, წყალმოვარდნები და ტყის ხანძრები, ძირითადად, გამოწვეულია კლიმატის ცვლილების დაჩქარებული ზემოქმედებით. ბუნებრივი საფრთხეებისაგან გამოწვეული შესაძლო ზიანის შერბილება გარემოს ეროვნულ სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულებაა, შესაბამისად, მონიტორინგის, პროგნოზირებისა და ადრეული გაფრთხილების სისტემები ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რისთვისაც Copernicus-ის პროგრამიდან თანამგზავრული მონაცემების გამოყენება, ჩვენთვის საჭირო ინსტრუმენტს წარმოადგენს“, – აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა ელენე ღუბიანურმა.

შეხვედრის მონაწილეებმა ბუნებრივი კატასტროფებისთვის მზადყოფნის შესაძლებლობების გაუმჯობესების და აღნიშნული მიმართულებით ცნობიერების ამაღლების საკითხებზეც იმსჯელეს.

ღონისძიებას, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, შესაბამისი საჯარო უწყებების, კერძო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები