რატი იონათამიშვილი – არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თავს ვალდებულად არ მიიჩნევენ, საზოგადოებას ანგარიში ჩააბარონ
„არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თავს ვალდებულად არ მიიჩნევენ, საზოგადოებას ანგარიში ჩააბარონ, რადგან, სინამდვილეში, ამით მათი პოლიტიკური დღის წესრიგი ფინანსდება,“ – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ორგანიზაციები ყველა ერთად რომ გააერთიანო და რადიკალური ოპოზიციური პარტიები დაუმატო, საბოლოო ჯამში, ათ პროცენტსაც ვერ აიღებენ.
„ეს ორგანიზაციები თავს ვალდებულად არ მიიჩნევენ, საზოგადოებას ანგარიში ჩააბარონ, რადგან, სინამდვილეში, ამით მათი პოლიტიკური დღის წესრიგი ფინანსდება და არანაირ ადამიანის უფლებების დაცვასთან საერთო არ აქვს. სააკაშვილის პროპაგანდას ვინც ეწევა, ის ადამიანის უფლებების დაცვას მტრობს. ზუსტად ვიცი, ეს ადამიანები და ორგანიზაციები სააკაშვილის მეხოტბეები, დამცველები არიან. ამიტომაც ისინი, სინამდვილეში, საქართველოს, ქართველ ხალხს უპირისპირდებიან, რაშიც გარკვეული ჯგუფები ფულს იხდიან და გარკვეული ჯგუფები ამ ფულს შიგნიდან იღებენ. საზოგადოებისთვის სიმართლე არ იკარგება. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ეს ორგანიზაციები ყველა ერთად რომ გააერთიანო და რადიკალური ოპოზიციური პარტიები დაუმატო, საბოლოო ჯამში, ათ პროცენტსაც ვერ აიღებენ. ამიტომ ეშინიათ ასე ძალიან მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.